Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთში სირთულეებით დაიწყო ორბანის მეტოქის გამოსავლენი პრაიმერი


ვიქტორ ორბანი
ვიქტორ ორბანი

უნგრეთში 18 სექტემბერს დაიწყო და სისტემის გაუმართაობის გამო მალევე გაჩერდა რამდენიმე დღის განმავლობაში დაგეგმილი, მრავალპარტიული პრამიერი, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მეტოქე უნდა გამოავლინოს.

ორგანიზატორებმა ხმის მიცემის პროცესის ნაადრევი შეწყვეტა დააბრალეს სავარაუდო კიბერთავდასხმას და განაცხადეს, რომ პროცესი 20 სექტემბერს განახლდება.

პრაიმერის ეროვნული კომიტეტი განცხადებაში ამბობს, რომ ცვლილების მოსურნე ამომრჩევლის გარდა, "პრაიმერით კიდევ ვიღაც იყო დაინტერესებული", და ამის მაგალითად მოაქვს უცნობი წარმომავლობის ბევრი მესიჯი, რომლებიც პრაიმერის საარჩევნო სისტემამ მიიღო.

პრაიმერი პირველი კენჭისყრაა, რომლითაც ორბანის მეტოქეს ეძებენ და რომელიც იმართება მას მერე, რაც ექვი პარტიისგან შემდგარი ალიანსი გაერთიანდა საერთო მიზნის, მომავალი წლის არჩევნებზე ორბანის დამარცხების გარშემო. ეს პარტიები ორბანს, რომელსაც ბრიუსელთან კონფლიქტები აქვს მიგრაციის და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ბრალს სდებენ კორუფციაში და თანდათანობით ავტორიტარიზმში. პარტიები იმედოვნებენ, რომ პრაიმერის სისტემა, რომელიც 2012 წელს, ორბანის პირობებში იქნა შემოღებული, მათ გზას გაუხსნის ორბანის პარტია ფიდესის დასამარცხებლად.

პრაიმერიში 250 კანდიდატია რეგისტრირებული, კენჭისყრა 26 სექტემბრამდე გასტანს. ხმის მიცემის პროცესი ხორციელდება პირადადაც და ინტერნეტის მეშვეობითაც. თუ საჭირო გახდა, პრემიერ-მინისტრობის გამოსავლენი პრაიმერის მეორე ტური 4-10 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG