Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ ავღანეთში აფეთქების სამიზნე თალიბანის მანქანა გახდა


აღმოსავლეთ ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში 19 სექტემბერს აფეთქების სამიზნე გახდა თალიბანის მანქანა, - იუწყება ადგილობრივი მედია. ერთი დღით ადრე ამ არეალში მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა.

19 სექტემბერს გავრცელებული, პირველადი ცნობებით, თავდასხმას შეეწირა სულ მცირე ხუთი ადამიანი, მათ შორის ბავშვი. თვითმხილველების თქმით, აფეთქების შემდეგ საავადმყოფოში წაიყვანეს თალიბანის მეომრები, რომელთა რიცხვი უცნობია. აფეთქების შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზიც, რის გამოც არეალი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, - იუწყებიან ადგილობრივი ვებსაიტები. თავდასხმის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, განცხადება არ გაუკეთებია თალიბანს.

18 სექტემბერს აფეთქებებმა ჯალალაბადში - ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქში - იმსხვერპლა სულ მცირე სამი ადამიანი, დაიჭრა 19 პირი. ინციდენტი წარმოადგენდა პირველ სისხლიან თავდასხმას მას შემდეგ, რაც თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ თალიბანმა დაამყარა კონტროლი ომით გაჩანაგებულ ქვეყანაზე. ამ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

ნანგანჰარი წარმოადგენს ცენტრს ექსტრემისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ადგილობრივი დანაყოფის, ისლამური სახელმწიფო - ხორასანისთვის, რომელიც ავღანეთის ახალი მმართველების, თალიბანის მტერია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG