Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. საქართველოს პრემიერის ნიუ-იორკში 20-25 სექტემბერს ვიზიტის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები... ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას", - აღნიშნულია პრესრელიზში.

უწყების ინფორმაციით, პრემიერის სიტყვით გამოსვლა 24 სექტემბერს არის ჩანიშნული. გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების ძირითადი თემაა "ქვეყნების გამძლეობის გაზრდა იმედის საშუალებით, რათა მოხდეს ახალი კორონავირუსისგან ხალხის გამოჯანმრთელება, ეკონომიკის მდგრადი აღდგენა, პლანეტის საჭიროებებზე რეაგირება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსის გამოცოცხლება".

საქართველოს დელეგაციაში ვიცე-პრემიერი - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი შედიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG