Accessibility links

site logo site logo

ათასობით ადამიანია ევაკუირებული კუნძულ პალმაზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად


ვულკან კუმბრე-ვიეხას ამოფრქვევა

დაახლოებით 5000 ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო ატლანტის ოკეანეში კანარის კუნძულ პალმაზე მდებარე, ვულკან კუმბრე-ვიეხას ამოფრქევევის შედეგად. დაზიანდა რამდენიმე სახლი. გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს ამოფრქვევის შედეგად გადმოღვრილი ლავა, რამაც მთის კალთებზე ხანძარი გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე ჩავიდა ესპანეთის მთავრობის მეთაური, პედრო სანჩესი. ხელისუფლება ცდილობს, რომ არ დაუშვას ხანძრის მძლავრი კერების აღმოცენება. სახანძრო სამსახურებს დახმარებას უწევენ სამხედრო უწყება და სამოქალაქო გვარდია.

მთლიანად პალმას კუნძულზე დაახლოებით 80 ათასი ადამიანი ცხოვრობს. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ცნობები არ არის.

ბოლოჯერ კუმბრე-იეხამ 50 წლის წინ, 1971 წელს, გაიღვიძა. კიდევ უფრო ადრე - 1949 წელს.

ამჟამინდელი ამოფრქვევა კვირას, დღის მეორე ნახევრიდან, დაიწყო. სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა 4 დასახლებული პუნქტის მცხოვრებთათვის, რომლებისთვისაც დროებითი თავშესაფრები მოეწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG