Accessibility links

site logo site logo

Pfizer-ი: აცრა უსაფრთხოა 5-11 წლის ბავშვებში


კომპანიები Pfizer-ი და BioNTech-ი აცხადებენ, რომ ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად მოიპოვონ მარეგულირებელი უწყებების თანხმობა კორონავირუსის საწინააღმდეგო თავიანთი ვაქცინის გამოყენებაზე 5-11 წლის ასაკის ბავშვებში, მას შემდეგ, რაც კლინიკური გამოცდის შედეგებმა აჩვენა, რომ აცრა "უსაფრთხოა, ბავშვებს კარგად გადააქვთ" და წარმოშობს ძლიერ იმუნურ დაცვას.

20 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში კომპანიები ამბობენ, რომ მცირე ასაკის ბავშვებში ვაქცინა უფრო ნაკლები დოზით იქნება გამოყენებული, ვიდრე 12-დან ზემოთ ასაკის მოზარდებში.

"გამოცდის შედეგები მყარ საფუძველს ქმნის ნებართვის სათხოვნელად ჩვენი ვაქცინის გამოყენებაზე 5-დან 11 წლამდე ბავშვებში, და ვგეგმავთ, უფლების მოპოვების განაცხადი სასწრაფო წესით შევიტანოთ FDA-სა და სხვა მარეგულირებელ უწყებებში", - ამბობს Pfizer-ის დირექტორი, ალბერტ ბურლა თავის განცხადებაში. იქვე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს კომპანია ასევე მოიპოვებს შედეგებს ვაქცინის ხუთ წლამდე ბავშვებში გამოყენების მიზნით ჩატარებული ცდებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG