Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ერთიანი რუსეთი" პარლამენტში ინარჩუნებს საკონსტიტუციო უმრავლესობას


კრემლის მიერ მხარდაჭერილმა პარტიამ, "ერთიანმა რუსეთმა", საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ნაკლები ხმა, ვიდრე ოთხი წლის წინ, მაგრამ შეინარჩუნა საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტის ქვედა პალატაში. 17-19 სექტემბერს ჩატარებულ არჩევნებს თან ახლდა მზარდი ბრალდებები დარღვევების და ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის შესახებ.

დამოუკიდებელმა სადამკვირვებლო სააგენტომ სამდღიან კენჭისყრას უწოდა "ერთ-ერთი ყველაზე ბინძური" არჩევნები რუსეთის ისტორიაში, გერმანიამ 20 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ბრალდებებს სერიოზულად უნდა მოეკიდონ და მათ შესახებ ახსნა-განმარტება უნდა გაკეთდეს, ევროკავშირმა კი დაგმო არჩევნების წინა პერიოდში შექმნილი ზეწოლის კლიმატი.

ამ არჩევნებს აღიქვამენ მნიშვნელოვან ნაწილად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ძალისხმევისთვის. ძალაუფლება შეინარჩუნოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო სათათბიროზე კონტროლის ქონა.

არჩევნებს გამოთიშული იყო ბევრი ოპოზიციური ძალა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ კრემლის ყველაზე ხმამაღალ კრიტიკოსთან, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს "ექსტრემისტულის" სტატუსი შეუფარდა და ამით რეალურად არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.

1993 წლის შემდეგ პირველად, არჩევნებს არ აკვირდებოდნენ ეუთოს წარმომადგენლები, რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო.

პუტინმა რუსებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის. "განსაკუთრებული მადლობით, ცხადია, მსურს მივმართო რუსეთის მოქალაქეებს, გმადლობთ თქვენი ნდობისთვის, ძვირფასო მეგობრებო", - განაცხადა პუტინმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას 20 სექტემბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG