Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 2470 ადამიანს


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 46 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 34 250 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 2470 შემთხვევა.

როგორც წესი, შაბათ-კვირის შემდეგ ტესტირების მაჩვენებელი იმატებს და შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით გაზრდილია დადასტურებული შემთხვევების რიცხვი. ამას ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში „სამშაბათის სინდრომს“ უწოდებენ.

კვირას გამოაქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკით, რომელიც შაბათს ჩატარებული კვლევის შედეგებს ასახავდა, 22 920 ტესტირებული პირიდან კორონავირუსი დაუდასტურდა 1501-ს, ხოლო კვირას გაკეთებული 12 503 ტესტიდან, დადებითი პასუხი მიიღო 962-მა და ეს სტატისტიკა ორშაბათს, 20 სექტემბერს დილით გამოქვეყნდა.

გასულ 24 საათში დადასტურებული 2470 შემთხვევიდან, ყველაზე მეტი - 705 თბილისშია.

ბოლო დღე-ღამეში 2243-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

21 სექტემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 7.21%;
  • ბოლო 7 დღის - 6.65%;
  • ბოლო 14 დღის - 7.06%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 598 396 შემთხვევა. მათგან 565 773 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 8621 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG