Accessibility links

site logo site logo

საქართველოში ისევ დაბალია აცრის დღიური მაჩვენებელი


საქართველოში წინა დღესთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია, თუმცა, ისევ დაბალია აცრის მაჩვენებელი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 20 სექტემბერს აიცრა 15 096 ადამიანი. 19 სექტემბერს - 7720.

ბოლო რამდენიმე დღეა ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 20 ათასსაც არ აღწევს, მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო იმუნიზაციის მიზნის მისაღწევად აუცილებლად მიიჩნევენ დღეში 25 000-30 000 აცრის გაკეთებას.

15 მარტიდან საქართველოში ჩატარებულია 1 671 295 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 952 219 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 33.3%. სრულად ვაქცინირებულია 719 076 - მოზრდილი მოსახლეობის 25.2%.

ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა, აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%. საქართველოში ნებაყოფლობითი, უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG