Accessibility links

site logo site logo

სუდანის ხელისუფლების თქმით, აღმოფხვრეს სამხედრო გადატრიალების მცდელობა


სუდანში სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღმოფხვრეს, იტყობინება ქვეყნის ხელისუფლება.

როგორც არაბულენოვანი მედიასაშუალებები იუწყებიან დროებითი სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, რომელიც ქვეყანას მართავს ავტორიტარი პრეზიდენტის, ომარ ალ-ბაშირის ჩამოგდების შემდეგ, მეამბოხეებმა სამხედროთა შორის სცადეს რამდენიმე სამთავრობო შენობის, ასევე მედიასაშუალებების შტაბბინების ხელში ჩაგდება.

როგორც იტყობინებიან, კერძოდ, თავდასხმები მოხდა სახელმწიფო რადიოს რედაქციაზე ქალაქ ომდურმანში, რომელიც დედაქალაქ ხართუმის მახლობლად მდებარეობს. იტყობინებიან, რომ ეს თავდასხმა წარუმატებლად დასრულდა და მასში მონაწილე ათეულობით სამხედრო დაპატიმრებულია. ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა ძალები იდგნენ გადატრიალების მცდელობის უკან.

თვითმხილველების თქმით, ხართუმის ქუჩებში ბევრია სამხედრო ტექნიკა, მათ შორის - ტანკები. როგორც ჩანს, ისინი მოქმედმა ხელისუფლებამ გამოიყვანა ქუჩებში. ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG