Accessibility links

site logo site logo

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები მორიგი რაუნდის დღის წესრიგს ცხინვალში განიხილავენ


ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები 23 სექტემბერს ჩავლენ. ისინი დისკუსიის მორიგი რაუნდის ემზადებიან.

ტოივო კლაარი, ჯიჰან სულთანოღლუ და ანიკა სედერი, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან, ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოქტომბერში დაგეგმილი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის დღის წესრიგს განიხილავენ. - ამ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, პოსტკონფლიქტურ საკითხებში, აპარატი ავრცელებს.

„თანათავმჯდომარეები შეხვდებიან ჟენევის დისკუსიებზე სამხრეთ ოსეთის დელეგაციის წევრებს და რესპუბლიკის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს,” - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ჟენევის დისკუსიები არის ერთადერთი პლატფორმა სოხუმს, ცხინვალსა და თბილისს შორის დიალოგისთვის, რომელიც ემყარება რუსეთის ფედერაციის, საფრანგეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეთანხმებებს, რომელიც მიღწეულია 2008 წლის აგვისტოში.

ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის, დე ფაქტო აფხაზეთის, საქართველოს, რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები, ასევე გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს დამკვირვებლები.

დე ფაქტო ხელისუფლება ტრადიციულად მოითხოვს, საქართველომ ხელი მოაწეროს აფხაზეთთის და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებთან იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას, ძალის გამოუყენებლობის შესახებ. საქართველოს ხელისუფლება ამ შეთანხმების ხელმოწერას მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG