Accessibility links

site logo site logo

კრემლის მომხრე აქტივისტი ითხოვს, რომ უცხოეთის აგენტად ცნონ გამოცემა The Bell


ელიზავეტა ოსეტინსკაია

კრემლის მომხრე აქტივისტმა, ალექსანდ იონოვმა რუსეთის გენარალურ პროკურატურას მიმართა თხოვნით, რომ უცხოეთის აგენტად იქნას ცნობილი გამოცემა The Bell-ი და მისი დამფუძნებელი, ელიზავეტა ოსეტინსკაია, რომლებიც, იონოვის მტკიცებით, „მიზნობრივ უცხოურ დაფინანსებას“ ღებულობენ.

მანამდე იონოვის განცხადების შედეგად უცხოეთის აგენტად ცნეს გამოცემები „მედუზა“ და „მნიშვნელოვანი ისტორიები“

იონოვის ამ ნაბიჯის პასუხად, The Bell-ში განაცხადეს, რომ მათი მმართველი კომპანია რუსეთშია დარეგსტრირებული და უცხოეთიდან დაფინასებას არ ღებულობს. ხოლო იონოვის მიერ ხსენებული ამერიკული Investigative Studios არის კერძო კომპანია და პლატფორმების HBO-სა და Amazon-ისთვის მხოლოდ ორი დოკუმენტური ფილმის შექმნითა და პროდირიუსერობით იყო დაკავებული.

რუსეთში „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონი ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღეს

ამ კანონში მოგვიანებით შეტანილი ცვლილებების სამიზნე გახდა უცხოეთის მედიაც - მათ შორის, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, ექვსი სხვა რუსულენოვანი საინფორმაციო სამსახური და რუსულენოვანი ტელეარხი Current Time-ი.

კანონი, რომლის მოქმედება მოგვიანებით ინდივიდუალურ ჟურნალისტებზეც გაავრცელეს, ერთ-ერთია რამდენიმე ზომიდან, რომელთაც კრემლი მიმართავს უცხოეთიდან დაფინანსებული მედიის რუსეთში საქმიანობის აღსაკვეთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG