Accessibility links

site logo site logo

პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა


თელავის რაიონულმა სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე, პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, ვანო ზანდარაშვილს, თელავის ცენტალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ, გრიგოლ ვატიტაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მან არ გაიზიარა ბრალდებულის დაცვის მხარის შუამდგომლობა, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გაუქმების თაობაზე. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის განზრახ მკვლელობაში ვანო ზანდარაშვილი დამნაშავედ, თითქმის ათსაათიანი მსჯელობის შემდეგ ცნო.

11 ნაფიცი მსაჯულიდან, გადაწყვეტილებას მხარი 8 წევრმა დაუჭირა.

ბრალდებულის დაცვის მხარე, თითქმის ორი კვირის განმავლობაში არწმუნებდა სასამართლოს, რომ მკვლელობა აფექტში, გარდაცვლილის მხრიდან, მძიმე შეურაცხყოფის ფონზე მოხდა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, თელავის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით გათვალისწინებული, განზრახ მკვლელობა ჩაიდინა, რაც საბოლოოდ ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს.

მკვლელობა, 2020 წლის 25 დეკემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG