Accessibility links

site logo site logo

ხაბაროვსკთან აღმოაჩინეს რადარებიდან გამქრალი თვითმფრინავის ნამსხვრევები


ხაბაროვსკთან აღმოაჩინეს ოთხშაბათს რადარებიდან გამქრალი თვითმფრინავის, An-26-ის ნამსხვრევები. თვითმფრინავში ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე მისულმა მაშველებმა გადარჩენილი ადამიანები ვერ აღმოაჩინეს.

„ეკიპაჟს ფაქტობრივად არ ჰქონდა გადარჩენის შანსები, თვითმფრინავის ყველაზე დიდი ნამსხვრევი სიგრძეში არ აღემატება ერთ მეტრს, ისინი მთელი სიჩქარით შეეჯახნენ მთას. An-26 უბრალოდ წვრილ ნაწილებად დაიმსხვრა,“ იტყობინება სამძებრო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა და კავშირზე გამოსვლა შეწყვიტა ხაბაროვსკის აეროპორტიდან 40 კილომეტრზე. ის რადიომეთვალყურეობის სისტემებს ამოწმებდა.

An-26-ის ნამსხვრევები ხუთშაბათს აღმოაჩინა სამაშველო ვერტმფრენმა. ნამსხვრევები რთულად მისასვლელ ადგილზე მდებარეობს სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე.

წინასწარი მონაცემებით, ავარია შეიძლება გამოეწვია ცუდ ამინდს ან მფრინავის შეცდომას. არ გამორიცხავენ არც ტექნიკურ გაუმართაობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG