Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იალბუზზე დაიღუპა 5 რუსი ტურისტი


იალბუზი
იალბუზი

ყაბარდო-ბალყარეთის მხრიდან იალბუზზე ასვლისას დაიღუპა ტურისტული ჯგუფის 5 წევრი, 14 მაშველებმა გადაარჩინეს. რუსული მედიის ინფორმაციით, არაპროფესიონალი ალპინისტებით დაკომპლექტებულ ტურისტულ ჯგუფში იყვნენ რუსეთის სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებნი.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანახმად, განგაშის სიგნალი მიიღეს, როცა ჯგუფი 5400 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაცია 7 საათს გაგრძელდა.

ტრაგედიის მიზეზად უამინდობა სახელდება. მარშრუტზე, რომელსაც ტურისტული ჯგუფი მიუყვებოდა, ქარის სიჩქარე წამში 40 მეტრს აღწევდა, ჰაერის ტემპერატურა კი, -20 გრადუსი იყო. ყაბარდო-ბალყარეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ გადარჩენილი ტურისტების უმრავლესობა კიდურები მოყინული აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG