Accessibility links

site logo site logo

გულწრფელად გეტყვით, ძალიან ნაკლებ დროს ვუთმობ საარჩევნო კამპანიაში „ოცნების“ კრიტიკას - ხატია დეკანოიძე


ხატია დეკანოიძე, ოპოზიციის ერთი ნაწილის საერთო კანდიდატი ქუთაისის მერის პოსტზე

ოპოზიციის ერთი ნაწილის საერთო კანდიდატი ქუთაისის მერის პოსტზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში არ უნდა, ადამიანების დრო „ქართული ოცნების“ კრიტიკაში მოაცდინოს.

„რაც არის „ქართული ოცნება“, ოლიგარქია, კლეპტოკრატია, ეს უბედურება, სუს-ის შეზრდა სახელმწიფოსთან, ეს ყველას ძალიან კარგად ესმის და ისიც, რომ პერსპექტივა არა აქვთ. სხივი ჩაუქრა თვალში მოსახლეობას იმიტომ, რომ დაცარიელდა ყველა სახლი. წარმოუდგენელი უბედურება ხდება, განსაკუთრებით იმერეთში, ყველა მეორე ადამიანი წასულია და დაცარიელებულია სოფლები, ქალაქები. ამიტომ მე ვსაუბრობ იმაზე, როგორი უნდა იყოს ქვეყანა, როგორი უნდა იყოს ქუთაისი, თვითმმართველობის განვითარება, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რას უნდა ველოდოთ კოალიციური ერთობისგან, რომელიც ეხლა გვაქვს, როგორი იქნება ანგარიშვალდებულება, სად წავა ბიუჯეტი, როგორ დაიხარჯება ბიუჯეტი. ანუ ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ იმიტომ, რომ მე მართლა არ მინდა ამ ადამიანების დრო მოვაცდინო იმაში, რასაც ვსაუბრობთ ამდენი ხნის განმავლობაში. ისედაც ყველაფერი გასაგებია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ „დილის საუბრებში“.

გადაცემაში მან თქვა, რომ უკვე წარმოუდგენლად მიაჩნია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებების კომენტირება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მასში სულ 43 საარჩევნო სუბიექტი იღებს მონაწილეობას. ქუთაისის მერობისთვის 5 სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატები იბრძოლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG