Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა საგადასახადო დანაშაულში რუსული კომპანია Novatek-ის ერთ-ერთ მენეჯერს წაუყენა ბრალი


მარკ ჯეთვეი
მარკ ჯეთვეი

აშშ-ის სასამართლომ დააპატიმრა ამერიკის მოქალაქე, დამოუკიდებელი რუსული გაზის კომპანია „ნოვატექსის“ თავმჯდომარის მოადგილე, მარკ ჯეთვეი, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული გადასახადებისთვის თავსი არიდებასა და ოფშორების გზით კომპანიაში მუშაობის დროს მიღებული შემოსავლის დამალვაში.

შტატ ფლორიდის ქალაქ ფორტ მაიერსის სასამართლოში წარდგენილი საბრალდებო დასკვნის თანახმად, ჯეთვეიმ კომპანიის ფინანსური დირექტორის პოსტზ ემუშაობის დროს, 2015-2016 წლებში, ათეულობით მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო კომპანიის აქციებისა და სხვა ფინანსური საშუალებების სახით. მთელი ეს თანხები კი თავს იყრიდა შევიცარიის ბანკებში გახნილ ორ ანგარიშზე, სადაც გარკვეულ მომენტში ჯეთვეის კუთვნილმა აქტივებმა 93 მილიონ დოლარს მიაღწია.


აშშ-ის პროკურატურა ამტკიცებს, რომ გადასახადების თავიდან არიდების მიზნით ჯეთვეი მის ყოფილ ცოლს, რუსეთის მოქალაქეს ასახელებდა ამ ანგარიშების მფლობელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG