Accessibility links

site logo site logo

თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ აპირებენ აღადგინონ დახვრეტა და კიდურების ამპუტაცია


მოლა ნორუდინ ტურაბი

ექსტრემისტული ორგანიზაცია თალიბანის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ავღანეთში მათი წინა მმართველობის დროს ისლამური კანონმდებლობის მტკიცე მომხრე, მოლა ნურუდინ ყურაბი აცხადებს, რომ სასჯელის სახით თალიბების ხელისუფლება დამნაშავეების დასასჯელად აპირებს დააბრუნოს დახვრეტა და კიდურების ამპუტაცია, რაც, შესაძლოა, საჯაროდ არ მოხდეს.


სააგენტო Associated Press-თან ინტერვიუში ნურადინ ტურაბიმ უკუაგდო აშშ-ის აღშფოთება და დასძინა, რომ ვერავინ ვერ ასწავლის თალიბებს, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი კანონები. „ჩვენ დავიცავთ ისლამს და ყურანის შესაბამისად მივიღებთ კანონებს",- განაცხადა ტურაბიმ.

„ხელის მოკვეთა აუცილებელაი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ტურაბიმ და დასძინა, რომ ასეთ დასჯას შემაკავებელი ეფექტი აქვს.

თალიბების პირველი მმართველობის დროს ნურადინ ტურაბი, რომელიც ამჟამად 60 წლისაა, იუსტიციის მინისტრი და ფაქტიურად რელიგიური პოლიციის ხელმძღვანელი იყო.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG