Accessibility links

site logo site logo

თუშეთში ჩარჩენილი მოქალაქეების ნაწილი უკვე ევაკუირებულია


თუშეთში ჩარჩენილი მოქალაქეების ნაწილი, 50-მდე ადამიანი, თელავის აეროპორტში უკვე გადმოიყვანეს.

"შსს მინისტრის გადაწყვეტილებით, ომალოდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაგეგმა სპეციალური ღონისძიება, დილიდანვე პროცესში ჩაერთო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო და სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი", - განუცხადეს რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყრული პროცესები 2 დღის წინ დაიწყო, რის გამოც თუშეთში ჩასულმა ტურისტებმა უკან დაბრუნება ვეღარ შეძლეს.

ამ დროისთვის გრძელდება ევაკუაციის პროცესი, ვერტმფრენების საშუალებით 100-მდე ადამიანის ჩამოყვანა იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG