Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების სამინისტრო: მასწავლებლების 65% ვაქცინირებულია


ბოლო მონაცემებით, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

„როგორც მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მიზანია, ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, რაც სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას შეუწყობს ხელს“, - წერია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით აქტიური საინფორმაციო კამპანიის შედეგად, ბოლო ორ თვეში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე გაიზარდა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.

განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის ამცრელი კაბინეტები გამოყოფილია საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში და მათი ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG