Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრია ჯაღმაიძე: წინასაარჩევნოდ გინდათ მრევლს დავუღეჭოთ, ვუთხრათ, თქვენზე რას ვფიქრობთ?


ანდრია ჯაღმაიძე
ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა სავარაუდოდ სუს-ის მიერ წარმოებული ჩანაწერების შესახებ, რომელიც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმულით. მან ტელევიზიებს და მათ "უკან მდგომ" პირებს მიმართა საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" ეთერიდან:

"ამ ტელევიზიების უკან ვინც არიან, მათ ვუსვამთ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს და წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით, რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია, რომ ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს, რა გააკეთოს მან არჩევნებზე", – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძემ გააკრიტიკა ტელევიზიები და აღნიშნა, რომ ისინი დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებენ. მისივე თქმით, გადაცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ეკლესია შესაბამის ზომებს მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG