Accessibility links

site logo site logo

ჩრდილოეთ ოსეთში რესპუბლიკის დღე აღინიშნება


ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში დაიწყო ოსეთის რუსეთთან შეერთების 247 წლის და ვლადიკავკაზის 237 წლისთავისადმი მიძღვნილი მასობრივი დღესასწაულები, იუწყება მე-15 რეგიონი.

სადღესასწაულო ადგილები მოეწყო სანაპიროზე კესეევას ქუჩაზე. იმართება ოსური ღვეზელების ფესტივალი, სადაც საუკეთესო მცხობელები ჩაატარებენ მასტერკლასს ეროვნული კერძის გამოცხობაზე. გარდა ამისა, სანაპიროზე გაიხსნა ბაზრობა ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქციით, პირველად ჩრდილოეთ ოსეთში გაიმართება ავთენტიკური და სტილიზებული ეთნიკური კოსტიუმების ფესტივალი "რონი". 18 ოსტატი და დიზაინერი რუსეთის სამხრეთიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან წარმოადგენენ ტრადიციული ეთნიკური ტანსაცმლის კოლექციებს და მისი სტილიზაციის ვარიანტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG