Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: "ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ, ბილეთი აიღოთ და საქართველოში ჩახვიდეთ"


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნოდ საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ფეისბუკგვერდის მეშვეობით მიმართავს და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

"მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ, ბილეთი აიღოთ და საქართველოში ჩახვიდეთ, ახლა წყდება საქართველოს ბედი. მე ეს ვიცი, იგივეს გაკეთებას ვაპირებ. მეორე, ვისაც არ შეუძლია იმის გამო, რომ დოკუმენტები არ აქვს წესრიგში, სამსახური არ აძლევს ამის საშუალებას, დაურეკეთ ახლობლებს და ნათესავებს, უთხარით, რომ ყველანი არჩევნებზე მივიდნენ. არავინ ჩამოუშვას ხელები! ეს არის გადამწყვეტი დრო! მეგობრებო, ის დროა, როდესაც ყველამ ყველაფერი უნდა გადავდოთ, ყველაფერი უნდა ჩავდოთ გამარჯვებაში, რომელიც არის ახლოს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, ეს არის ერთადერთი შემთხვევა ევროპაში, უახლეს ისტორიაში, როდესაც ევროკავშირი აკვირდება ფორმალურად ადგილობრივ არჩევნებს. მათ იციან, რომ ეს მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები არ არის - ეს არის რეფერენდუმი ხელისუფლების შეცვლის თაობაზე.

სააკაშვილი ოპოზიციას ძველი წყენების დავიწყებას ურჩევს და გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG