Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პოლიციის ცნობით, სერბებით დასახლებულ რეგიონში თავს დაესხნენ შსს ორ ოფისს


კოსოვოს პოლიციამ 25 სექტემბერს განაცხადა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთში თავს დაესხნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ ოფისს. თავდასხმები მოხდა ძირითადად ეთნიკური სერბებით დასახლებულ ნაწილში, სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მახლობლად. ეს პუნქტები ადგილობრივ სერბებს აქვთ დაბლოკილი კოსოვოს მიერ მანქანების სერბული სანომრე ნიშნების აკრძალვის გასაპროტესტებლად.

ქალაქ ზუბინში ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანების რეგისტრაციის ცენტრს, ნათქვამია კოსოვოს პოლიციის განცხადებაში. ხელისუფლების თანახმად, ცეცხლმა დააზიანა შენობის პირველი სართული.

მეზობელ ქალაქ ზვეჩანში ორი ხელყუმბარა ესროლეს სამოქალაქო რეგისტრაციის ცენტრს, რომელიც მუნიციპალური ასამბლეის შენობაში მდებარეობს. მაგრამ, ხელისუფლების თანახმად, ისინი არ აფეთქებულა.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ თქვა, რომ ორივე თავდასხმა განზრახ განხორციელდა და მან სერბეთს დასდო ბრალი კოსოვოს სახელმწიფოზე თავდასხმებისკენ „შეგულიანებასა და მხარდაჭერაში“.

„სერბეთი კოსოვოს მოქალაქეებს იყენებს სერიოზული საერთაშორისო კონფლიქტის პროვოცირებისთვის,“ განაცხადა კურტიმ.

XS
SM
MD
LG