Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრიზე ჩემპიონი გახდა


ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, ოლიმპიადისშემდგომი ორთვიანი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო სეზონი პრესტიჟული ტურნირით განაახლა და მასზე უკვე საქართველოს ჰიმნიც აჟღერდა. ზაგრებში გუშინ დაწყებულ გრან პრიზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები საქმეში დღეს ჩაებნენ და 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ტატო გრიგალაშვილმა დღე საქართველოს ჰიმნით დააგვირგვინა. ოცდაერთი წლის ქართველმა ძიუდოისტმა ოქროს გზაზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე დამაჯერებლად მოიგო.

ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი გრიგალაშვილი ხორვატიულ ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი. მსოფლიოს რეიტინგშიც ლიდერობს თავის წონით კატეგორიაში და დღევანდელი გამარჯვებით, ლიდერის პოზიციას კიდევ უფრო გაიმყარებს.

დღესვე გავიდნენ ტატამზე ჯუმბერ მელაძე (73 კგ) და ზაურ დვალაშვილი (81 კგ), მაგრამ შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდან გამოეთიშნენ. მსოფლიოსა და ევროპის ორგზის პრიზიორი ლუკა მაისურაძე (90 კგ) კი 26 სექტემბერს იჭიდავებს. საქართველოს ნაკრები ზაგრების გრან პრიზე მხოლოდ ოთხი სპორტსმენით ჩავიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG