Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში გასამხედროებული დაჯგუფების მინიმუმ ოთხი მებრძოლი დაიღუპა აფეთქების შედეგად


პაკისტანის ხელისუფლების თქმით, გასამხედროებული დაჯგუფების მინიმუმ ოთხი მებრძოლი დაიღუპა აფეთქების შედეგად პროვინცია ბელუჯისტანში, სადაც დიდი ხანია მიმდინარეობს შეირაღებული სეპარატისტების ამბოხება.

სასაზღვრო ჯარებმა 26 სექტემბერს განაცხადეს, რომ ორი სამხედრო დაიჭრა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად.

აფეთქება 25 სექტემბერს მოხდა პროვინციის დედაქალაქ ყუეტიდან ჩრდილო-დასავლეთით, 170 კილომეტრზე, როცა გზაზე ჩაიარა ავტომანქანამ სამხედროებით.

აფეთქებისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა, მაგრამ სეპარატისტული გასამხედროებული დაჯგუფებები პროვინციაში ხშირად ესხმიან ხოლმე თავს პაკისტანის უშიშროების ძალებსა და ჩინელ მუშებს.

ერთი დღით ადრე პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ექვსი მეამბოხე მოკლეს პროვინციის სამხრეთ ნაწილში.

ასევე 25 სექტემბერს პოლიციამ თქვა, რომ დააკავეს სამი სავარაუდო მეამბოხე აკრძალული ორგანიზაციიდან, „ბელუჯისტანის განთავისუფლების არმიიდან“. ისინი დააკავეს აგვისტოში ჩინელი მუშების მოკვლასთან სავარაუდო კავშირის გამო. ამ თავდასხმისას დაიღუპა ორი ბავშვი და დაიჭრა სამი ადამიანი, მათ შორის ჩინეთის მოქალაქეები.

პეკინი მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის მშენებლობაში. 65 მილიარდი დოლარის ღირებულების ეს პროექტი ნაწილია ჩინეთის ინიციატივისა „სარტყელი და გზა“.

XS
SM
MD
LG