Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი მონაცემებით, შვეიცარიის მოსახლეობამ რეფერენდუმში მხარი დაუჭირა ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებას


წინასწარი მონაცემებით, შვეიცარიის მოსახლეობამ რეფერენდუმში მხარი დაუჭირა ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებას. როგორც Reuters-ი იტყობინება შვეიცარიის მედიაზე დაყრდნობით, ასეთი კავშირების მომხრეა ამომრჩეველთა 65%-მდე.

ახალი კანონი ერთი და იმავე სქესის წყვილებს საშუალებას მისცემს, იქორწინონ და იშვილონ ბავშვები. ქორწინებაში მყოფ ლესბოსურ წყვილებს ასევე უფლება ექნებათ, ხელოვნური განაყოფიერებით გააჩინონ ბავშვები. ამჟამად შვეიცარიაში დონორის სპერმით ბავშვის გაჩენის უფლება მხოლოდ ჰეტეროსექსუალურ ოჯახებს აქვთ.

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა შვეიცარიაში გამართული კენჭისყრის შედეგებს უწოდა „ნიშანსვეტი თანასწორობის გზაზე“. შვეიცარიის მემარჯვენე სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა რეფერენდუმის შედეგებით იმედგაცრუება გამოხატეს. მათი აზრით, ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების ლეგალიზაცია უარყოფით გავლენას იქონიებს ბავშვების კეთილდღეობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG