Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კოვიდი დაუდასტურდა კიდევ 663 ადამიანს, 27 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 27 პაციენტი. ლეტალობის საერთო მაჩვენებელი 1.46%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 13 277 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 663 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამეში 2383-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

კვირა დღეს ტესტირების მაჩვენებელი როგორც წესი, შემცირებულია და შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი. კვირას გამოაქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკით, რომელიც შაბათს ჩატარებული კვლევის შედეგებს ასახავდა, 20 798 ტესტირებული პირიდან კორონავირუსი დაუდასტურდა 1132-ს, ხოლო პარასკევს გაკეთებული 34 331 ტესტიდან, დადებითი პასუხი მიიღო 1597-მა და ეს სტატისტიკა შაბათს დილით გამოქვეყნდა.

27 სექტემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 4.99%;
  • ბოლო 7 დღის - 6.01%;
  • ბოლო 14 დღის - 6.48%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 607 155 შემთხვევა. მათგან 578 881 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 8844 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG