Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გმირთა მოედანზე აქციაზე "დევნილები დევნილებისთვის" ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავეს


პოლიციამ გმირთა მოედანზე, აფხაზეთის გმირთა მემორიალთან გამართულ აქციაზე ორგანიზატორი, ორგანიზაცია "დევნილები დევნილებისთვის" ხელმძღვანელი ირაკლი ტორუა დააკავა. ის და ამ ორგანიზაციის წევრები მოთხოვნის საჯაროდ გავრცელებას პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მისვლის დროს გეგმავდნენ.

დევნილების მოთხოვნაა გადადგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

"წლების განმავლობაში იგნორირებულია დევნილთა პრობლემები... მინდოდა დინამიკი შემომეტანა, ჩემი ხმა რომ უკეთ გაეგოთ, ვიღაც პროვოკატორი ქალი მომიქციეს", - თქვა "მთავარ არხთან" საუბრის დროს, დაკავებამდე, ირაკლი ტორუამ.

​ტორუა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლით დააკავეს, რომელიც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დღეს, 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. გმირთა მემორიალთან ხელისუფლების წარმომადგენლები მიდიან და ყვავილებით ამკობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG