Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გულის პრობლემების გამო გრიგორი იავლინსკი საავადმყოფოში მოხვდა


გრიგორი იავლინსკი
გრიგორი იავლინსკი

რუსეთის ოპოზიციური პარტია „იაბლოკოს“ დამფუძნებელი, გრიგორი იავლინსკი, 27 სექტემბერს, მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

„ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმები აკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა. გარკვეული დროით იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება“, - განაცხადეს პარტია „იაბლოკოს“ პრესცენტრში.


26 სექტემბრის ღამით პოლიტიკოსმა იგრძნო ტკივილი გულის არეში, ჰაერის უკმარისობა და გულის რითმის დარღვევა. საავადმყოფოში ჩატარებული დიაგნოსტირებით მას არითმია დაუდგინდა.

გრიგორი იავლინსკი 69 წლისაა. 2008 წლამდე მას „იაბლოკოს“ თავმჯდომარის პოსტი ეკავა. 2015 წლიდან კი პარტიის ფედერალურ კომიტეტის ხელმძღვანელობს. გულზე ჩივილების გამო პოლიტიკოსს წარსულშიც არაერთხელ მიუმართავს ექიმებისთვის. იავლინსკი 2013 წელს სტენოკარდიის დიაგონიზით საავადმყოფოში მოხვდა.

XS
SM
MD
LG