Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობაში მყოფი ყირგიზეთის პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრობს


პატიმრობაში მყოფი ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი, ალმაზბეკ ატამბაევი, განიხილავს წინადადებას მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

ასეთი წინადადების შესახებ ატამბაევმა რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსმხურის კორესპონდენტს უამბო ბიშკეკში მიმდინარე იმ სასამართლო პროცესის წინ, რომელიც სოფელ კოი-ტაშში მომხდარი დაპირისპირების საქმეს იძიებს.

„მე არ მჭირდება მანდატი. მაგრამ მთხოვეს, რომ ვიყო სიის სათავეში. ამ საკითზე ვფიქრობ. მონაწილეობა რომც მივიღო, ეს იქნება მხოლოდ სიმბოლური“, - განაცხადა ატამბაევმა.


ამასთან მას არ დაუკონკტეტებია, თუ რომელი პარტიის სიით შესთავაზეს საპარლამეტო არჩევნებში მონაწილეობა. ყირგიზეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ „პირს, რომელიც მსჯავრდებულია, არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში“.


ალმაზბეკ ატამბაევი, რომელიც 2011-2017 წლებში იყო ყირგიზეთის პრეზიდენტი, ამჟამად სასჯელს იხდის ბიშკეკის №47-ე კოლონიაში. 2020 წლის 23 ივნისს სასამართლომ 11 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, აზიზ ბატუკაევის უკანონო გათავისუფლების საქმეზე.

პატიმრობასთან ერთად კორუფციისათვის მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ მიუსაჯა ქონების კონფისკაცია და ჩამოართვა სახელმწიფო ჯილდოები.

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, რომელიც ეხება 2019 წლის აგვისტოში, ატამბაევის მშობლიურ სოფელ კოი-ტაშის დასახლებაში მის მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის ერთდღიან დაპირისპირებას. შეტაკების დროს დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, 79 - დაიჭრა. მთლიანობაში დაშავდა 170 კაცი.

XS
SM
MD
LG