Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენი აქტივისტი დურსოლტან ტაგანოვა თურქეთში დააკავეს. მას დეპორტაცია ემუქრება


დურსოლტან ტაგანოვა
დურსოლტან ტაგანოვა

თურქმენი აქტივისტი ქალი, რომელიც ღიად აკრიტიკებდა ცენტრალური აზიის ამ მკაცრად კონტროლირებადი ქვეყნის ხელისუფლებას, თურქეთში დააკავეს და შესაძლო დეპორტაცია ემუქრება. დურსულტან ტაგანოვა, რომელიც 26 ოქტომბრიდან სტამბოლის დეპორტაციის ცენტრში იმყოფება, თავის მომხრეებს მოუწოდებს, რომ „არ შეშინდნენ“, მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოსკოვის უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალი“ იუწყება, მას თურქმენეთში დაბრუნების შემთხვევაში დაპატიმრება და წამება ელოდება.

თავის ტელეგრამის არხით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ტაგანოვა აცხადებს, რომ არანაირი უკანონობა არ ჩაუდენია. იგი მხოლოდ Tik Tok-ზე აქვეყნებდა ვიდეოებს, რომლებშიც მოუწოდებდა თურქმენებს, რომ ებრძოლათ თავიანთი უფლებებისთვის.

პირველად ტაგანოვა სტამბოლში 2020 წლის 19 ივნისს საპროტესტო აქციაზე დააკავეს და დეპორტაციის მოლოდინში იზოლატორში 3 თვე დაჰყო. ტაგანოვა დაკავების ცენტრიდან უფლებადამცველი ორგანიზაციების ჩარევის შედეგად გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მიეცა შესაძლებლობა, თურქეთში თავშესაფრის მიღება მოეთხოვა.

უფლებადამცველმა ჯგუფებმა ამჟამადაც გააკრიტიკეს დურსოლტან ტაგანოვას დაკავება და მოუწოდეს თურქეთის ხელისუფლებას, რომ დაიცვას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმები და თავად მის მიერ ხელმოწერილი კანონები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG