Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მთავარი არხი": წულუკიანის ჩასაწერად მისულ ჩვენს ჟურნალისტს თავს დაესხნენ


​"მთავარი არხის" ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფს აბაშაში, სადაც კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფებოდა, თავს დაესხნენ. როგორც ჟურნალისტი ემა გოგოხია ამბობს, მას სურდა მინისტრის ჩაწერა, რა დროსაც ხელი შეუშალეს.

"რატო ჩამოხვედი, ინტრიგანი ხარ, ვიღაცა ხარ. შენ ხარ ადამიანი, რომელშიც ჩასახლებულია ეშმაკი. ეშმაკი ხარ, ვიღაცა ხარ... ნა***არო..." - მიმართავდნენ გადამღები ჯგუფის წევრებს პირები, რომლებიც არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანან.

ისმოდა გინებაც. ტელევიზიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტს ეხებიან ფიზიკურადაც.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჟურნალისტ ემა გოგოხიას მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა. 22 ივლისს, როცა წულუკიანი სენაკის თეატრის გახსნას ესწრებოდა, მისთვის კითხვის დასმა სურდა გოგოხიას, მან კი ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. ინფორმაცია მინისტრმა თავად გაავრცელა "ფეისბუკით".

"დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია.

ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! :)))) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ“, - წერდა თეა წულუკიანი.

მინისტრს ჟურნალისტისთვის მიკროფონი ამ დრომდე არ დაუბრუნებია. როგორც წულუკიანმა თქვა, არხს კუთვნილ ტექნიკას თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაუბრუნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG