Accessibility links

site logo site logo

სეულის თქმით, ჩრდილოეთმა კორეამ „ამოუცნობი ჭურვი“ გაისროლა ზღვაში


სამხრეთკორეელები ტელევიზიით ადევნებენ თვალს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვებას. 2021 წ. 25 მარტი.

ჩრდილოეთმა კორეამ მინიმუმ ერთი „ამოუცნობი ჭურვი“ გაისროლა ზღვაში, თავის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, განაცხადეს 28 სექტემბერს სამხრეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა.

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ჩრდილოეთმა კორეამ შესაძლოა ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. სამინისტროს განცხადებაში დეტალები არაა ნახსენები.

გაეროში ჩრდილოეთ კორეის ელჩმა კიმ სონმა ახლახან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოაცხადა, რომ „ვერავინ ჩამოართმევს“ იარაღის გამოცდის უფლებას ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანას. „ჩვენ ამჟამად ჩვენი ეროვნული თავდაცვის სისტემას ვაშენებთ თავდაცვისთვის და იმისთვის, რათა დავიცვათ ქვეყნის უსაფრთხოება და მშვიდობა“, თქვა კიმ სონმა.

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ჩრდილოეთ კორეას ეკრძალება ბალისტიკური რაკეტების გამოცდა. თუკი დამტკიცდა, რომ უკანასკნელი ტესტი ბალისტიკური რაკეტისა იყო, მაშინ ეს წელს მესამე ამგვარი გამოცდა იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG