Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუნძულ კრეტაზე მიწისძვრის ძლიერი განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა


საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე მიწისძვრის ძლიერი განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც მინიმუმ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 28 სექტემბერს ათენის გეოდინამიკის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ 5,3 მაგნიტუდის განმეორებითი ბიძგი უძლიერესი იყო გუშინდელი მიწისძვრის შემდეგ და მისი ეპიცენტრი კუნძულის უდიდესი ქალაქის, ჰერაკლიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 22 კილომეტრზე მდებარეობს.

საბერძნეთის კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო თავდაცვის სამინისტრომ რეგიონის მოსახლეობა გააფრთხილა, მოერიდონ ოდნავ დაზიანებულ შენობებსაც კი და მისდიონ ხელისუფლების მითითებებს.

როგორც ვარაუდობენ, ასობით საცხოვრებელი დაზიანდა 27 სექტემბერს მომხდარი თავდაპირველი მიწისძვრის შედეგად, რომლის მაგნიტუდა 5,8 იყო. ათასობით ადამიანმა, ვისი ბინებიც დაზიანდა, ღამე კარვებსა და საკუთარ ავტომანქანებში გაატარა. ყველაზე მეტად დაზარალდა სოფელი არკალოხორი ჰერაკლიონის სამხრეთით.

საბერძნეთი ძლიერი სეისმური აქტივობის ზონაში მდებარეობს და ყოველწლიურად ასობით მიწისძვრა ხდება. მათი უმრავლესობა მცირე მასშტაბისაა, არ იწვევს ნგრევას და ზიანს არ აყენებს ადამიანებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG