Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის მუნიციპალიტეტში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვაჟს ეძებენ


ლევან ბიძინაშვილი
ლევან ბიძინაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის" წევრები საათზე მეტია უშედეგოდ ეძებენ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ბიძინაშვილის ვაჟს, ლუკა ბიძინაშვილს.

როგორც ლევან ბიძინაშვილი ჰყვება, მერეთის თემში შემავალ სოფელ კარბის ცენტრში „შკოდის" მარკის ავტომანქანა გაჩერდა და ლუკა ბიძინაშვილი იკითხეს, ვინაობის გარკვევის შემდეგ ის მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

დაკარგულის მამა აცხადებს,რომ „შკოდის" მარკის ავტომანქანით პოლიციელები იყვნენ, თუმცა ისინი ადგილობრივი განყოფილების თანამშრომლები არ ყოფილან. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამჟამად შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან არიან შეკრებილი და ცდილობენ გაარკვიონ ლუკა ბიძინაშვილის ადგილსამყოფელი.

სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობამ მათ უპასუხა, რომ გაარკვევენ ვითარებას და უპასუხებენ. „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ბასიშვილი მიიჩნევს, რომ მათი კანდიდატის შვილის გატაცება პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. შსს-ს შემთხვევის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG