Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა


სალომე ზურაბიშვილი, ემანუელ მაკრონი.
სალომე ზურაბიშვილი, ემანუელ მაკრონი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრით დაასრულა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ტრიუმფალურ თაღთან უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საფრანგეთისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მიაგეს პატივი. ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს და საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საფრანგეთისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას, რის შემდეგაც ემანუელ მაკრონმა და სალომე ზურაბიშვილმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს.

ცერემონიის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა შეხვედრა გამართეს.

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG