Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფუმიო კაშიდა ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება


ფუმიო კაშიდა
ფუმიო კაშიდა

იაპონიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფუმიო კაშიდა ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება. 29 სექტემბერს მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელის არჩევნებში მან დაამარცხა ვაქცინაციის მინისტრი, პოპულარული ტარო კონო. კაშიდა შეცვლის იოშიჰიდე სუგას, რომელმაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ერთი წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ გამოაცხადა თავისი გადადგომის შესახებ.

კაშიდა დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს მას შემდეგ პრემიერ-მინისტრად აირჩევენ პარლამენტში, რომელსაც მისი პარტია და კოალიციაში მისი პარტნიორი აკონტროლებენ.

იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრის წინაშე რამდენიმე რთული პრობლემა დგება. მათ შორისაა პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის ფეხზე დაყენება და აშშ-სთან მყარი ალიანსის განმტკიცება რეგიონში უსაფრთხოების რისკების ზრდის ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG