Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

YouTube-ი დაბლოკავს ყოველგვარი ვაქცინაციის წინააღმდეგ მიმართულ მასალებს


YouTube-ი დაბლოკავს ვაქცინაციის წინააღმდეგ მიმართულ ყველა მასალას, განაცხადა კომპანიამ 29 სექტემბერს. ამგვარად ვიდეოკომპანიამ გააფართოვა თავისი პოლიტიკა და აკრძალვები ამიერიდან შეეხება არა მხოლოდ COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის შესახებ ყალბ ინფორმაციას, არამედ ყველა სხვა ვაქცინაციასაც.

კომპანიის მიერ დასახელებულ მაგალითებშია ისეთი მასალები, რომლებშიც აცხადებენ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას უნაყოფობა მოჰყვება, MMR-ის ვაქცინამ კი, რომელიც წითელას, ყბაყურასა და წითურას წინააღმდეგ გამოიყენება, თითქოს აუტიზმი შეიძლება გამოიწვიოს.

YouTube-ი, რომლის მფლობელია Alphabet-ი, ასევე ბლოკავს არხებს, რომლებიც ვაქცინაციის მოწინააღმდეგე რამდენიმე აქტივისტს უკავშირდება, მათ შორის არიან რობერტ ფ. კენედი უმცროსსა და ჯოზეფ მერკოლას.

ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც YouTube-ი, Facebook-ი და Twitter-ი გააკრიტიკეს იმისთვის, რომ ისინი არასაკმარისად უშლიან ხელს თავიანთ საიტებზე ჯანდაცვის სფეროში ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG