Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის ელჩი სააკშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე: ყველა ვთანხმდებით, რომ აუცილებელია მშვიდი გარემო


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგანანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით, რა შეიძლება მოხდეს ვერ გამოთქვამს ვარაუდოებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების პერიოდში საქართველოსთვის აუცილებელია იყოს მშვიდი გარემო.

"ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელი მშვიდი გარემო და არ უნდა იყოს პოლიტიკური დაპირისპირება ან ძალადობა. მნიშვნელოვანია სტაბილურობა. შესაბამისად, ჩვენ ყველამ ამას უნდა შევუწყოთ ხელი", - თქვა კელი დეგნანმა.

მან არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ არჩევნების პერიოდში მნიშვნელოვანია იყოს მშვიდი გარემო, გარდა ამისა, ჟურნალისტებს მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რადგან მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზეა დამოკიდებული გააკეთებენ თუ არა მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს.

"ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება იმაზე, რომ იყო ცნობები დაშინებაზე. ვიმეორებთ, რომ არ არის ამ ფაქტების ადგილი. ასეთი ფაქტები და სიძულვილის ენა ხელს უწყობს საზოგადოებასთან დაშორებას, რომელიც ისედაც პოლარიზებულია", - თქვა ელჩმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება არჩვენების დღეს, 2 ოქტომბერს დააანონსა. ხელისუფლება ამბობს, რომ მას დაიჭერს, რადგან ის საქართველოს სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ იმსაც, რომ დაიჭერენ ყველას, ვინც სააკაშვილის დაკავებაში ხელს შეუშლის სამართალდამცავებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG