Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს სააკაშვილის პოსტთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ აკეთებს


შინაგან საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს დილას, 8 საათისთვის გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ 8 წლის შემდეგ უკვე საქართველოდან ესალმება ქვეყანას, კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. უწყება არც ადასტურებს და არც უაყროფს სააკაშვილის მხრიდან საზღვრის კვეთის ფაქტს და ამბობს, რომ განცხადება ამ თემაზე შესაძლოა მოგვიანებით გაკეთდეს.

“დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” - ეს პოსტი დაახლოებით 8:30 საათზე გამოქვეყნდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე.

სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არც მის პარტიაში აკეთებენ.

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევი-თბილისის ავიარეისის ბილეთი შეიძინა და საქართველოში 2 ოქტომბერს, ღამით დაბრუნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG