Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეის თქმით, მან „ახალშექმნილი“ ანტისაჰაერო რაკეტა გამოცადა


ჩრდილოეთმა კორეამ გამოცადა, მისი თქმით, „ახალშექმნილი“ ანტისაჰაერო რაკეტა. ამის შესახებ 1 ოქტომბერს გამოაცხადა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ.

კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, რაკეტის გამოცდა შედგა 30 სექტემბერს. ეს უკანასკნელ ხანებში ჩრდილოეთ კორეის მიერ იარაღის გამოცდების სერიიდან ბოლო იყო იმ პერიოდში, როცა ჩიხშია შესული აშშ-სთან მოლაპარაკებები დენუკლეარიზაციის თაობაზე.

ანტისაჰაერო რაკეტამ „შესანიშნავი საბრძოლო უნარი“ გამოავლინა, მას აქვს ორმაგი მართვის კონტროლი და სხვა ტექნოლოგიები, განაცხადა სააგენტომ.

როგორც AFP იტყობინება, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ჯერ არ დაუდასტურებია იარაღის უკანასკნელი გამოცდა.

მიმდინარე კვირაში ფხენიანმა გამოაცხადა, რომ წარმატებით გაისროლა ახალი მცირე რადიუსის ჰიპერბგერითი რაკეტა. სექტემბრის დასაწყისში მან გამოცადა რაკეტა, რომელიც, მისი თქმით, შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტა იყო.

1 ოქტომბერს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ინიციატივით მოწვეულია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. საგანგებო სხდომა, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართება, თავდაპირველად 30 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ, როგორც იტყობინებიან, ერთი დღით გადაიდო რუსეთისა და ჩინეთის თხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG