Accessibility links

site logo site logo

კალაძე სააკაშვილზე: ასე ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას


კახა კალაძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოქმედებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს. ასე ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას, საკუთარი კანდიდატის, როგორც ბატონმა სააკაშვილმა. ამისთვის მას ძალიან დიდი მადლობა", - თქვა კალაძემ.

დღეს დილით, 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევი-თბილისის ავიარეისის ბილეთი შეიძინა და საქართველოში 2 ოქტომბერს, ღამით დაბრუნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG