Accessibility links

site logo site logo

ეკა ხერხეულიძე: მიშასთვის დაჭერა არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს. ამისთვისაც მზად იყო


მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ეკა ხერხეულიძე. მან „ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა, რომ სააკაშვილისთვის ციხე ბრძოლის გაგრძელების გზაა.

„დაბნეული, ჩამოშლილი რეჟიმი მეოთხე დღეა ეძებს მიხეილ სააკაშვილს და დღეს სრულიად არაადეკვატური განცხადებებით მთელი დღე უარყოფდნენ მიშას საქართველოში ყოფნას. იმდენად ვერ ფლობდნენ ინფორმაციას, რომ საერთოდ ტრუსკავეცში ეძებდნენ და მთლად თბილისში დაიჭირეს ...

მიშასთვის დაჭერა არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს. ამისთვისაც მზად იყო. აირჩია ეს რისკინია გზა და ახლა მისთვის ციხე ბრძოლის გაგრძელების გზაა.

ჯერი ჩვენზეა. ხვალ ვამარცხებთ რეჟიმს და თავისუფლებას მოვუტანთ ქვეყანასაც და მიშასაც.

ციხით ისინი შეაშინონ,ვინც აქამდე შეუშინებიათ.

ესეც მალე ჩაივლის. ხვალ ყველანი რეფერენდუმზე", - წერს ხერხეულიძე.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

დღეს დილით, 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG