Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ენმ"-ს ზუგდიდის შტაბში ამბობენ, რომ მმართველი პარტია "კარუსელს" აორგანიზებს


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მხრიდან ადგილი ჰქონდა “კარუსელის” მცდელობას.

პარლამენტარმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კარუსელის მცდელობებს ადგილი ჰქონდა 81-ე და 84-ე უბანზე.

"მე გავსაჯაროვებ იმ ადამიანების სიას, რომლებიც არიან ზუგდიდში კაზინო "ვეგასის" თანამშრომლები: ლაშა ჯაიანი, ლევან მიქავა, გოჩა კეკუტია, საბა ქუთელია, დიმა ჩახაია. მათ აქვთ დავალება „ქართული ოცნების“ წევრისგან გია სალიასგან რომ დაატრიალონ კარუსელი, შევიდნენ ყალბი პირადობის მოწმობებით და მისცენ ხმა იმ ადამიანების მაგივრად, რომლებიც არ არიან ზუგდიდში. ასევე, 56-ე, და 55-ე და 52-ე უბნებზე იყვნენ არაუფლებამოსილი პირები. მოვუწოდებ ყველა კომისიის წევრს და ჩვენს წარმომადგენლებს უბნებზე იყავით ყურადღებით" - თქვა ანა წითლიძემ ამ თემაზე გამართულ ბრიფინგზე.

XS
SM
MD
LG