Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური კიევი სააკაშვილს მხარდაჭერას ჰპირდება


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რადგანაც ის უკრაინის მოქალაქეა.

„სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა. ჩვენ მას სათანადო მხარდაჭერას აღმოვუჩენთ. ჩვენ დავუძახეთ საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს უკრაინაში. ის დღეს დილით მოვა სამინისტროში და მოვილაპარაკებთ ყველაფერს. ჩვენ უკრაინის ყველა მოქალაქეს ვიცავთ, თუ მათ თავს რამე უბედურება ხდება“, - განაცხადა მინისტრმა ტელეარხ „დომთან“ ინტერვიუში.

უკრაინიდან საქართველოში ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. პენიტენციარულ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG