Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი


უკრაინაში სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილია ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სავარაუდოდ საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა უცხო სახელმწიფოს.

უკრაინის უშიშროების სამსახურის 1 ოქტომბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ კონტრდაზვერვის ხაზით ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი ერთ-ერთი ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ იქნა გადაბირებული.

„დადგენილია, რომ იგი სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა უცხოეთის საიდუმლო სამსახურს“, - აღნიშნულია უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობაში.

ყოფილი უკრაინელი მოხელე, რომლის ვინაობაც არ სახელდება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში მუშაობდა.

ეჭვმიტანილს ბრალი უკვე წაუყენეს სახელმწიფო ღალატის მუხლით, რაც ბრალის დადასტურების შემთხვევაში 15 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG