Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში 7 ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით დაავადებულთა საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შემდეგ


დაშავებულთა ევაკუაცია კონსტანცის საავადმყოფოდან
დაშავებულთა ევაკუაცია კონსტანცის საავადმყოფოდან

რუმინეთის ხელისუფლების ცნობით, 7 ადამიანი დაიღუპა COVID-19-ით დაავადებული პაციენტების საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად. თუმცა ქალაქ კონსტანცის ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავდაპირველად გაავრცელა ცნობა 9 პაციენტის დაღუპვის შესახებ.

ხანძარი 1 ოქტომბრის დილით გაჩნდა რუმინეთის საპორტო ქალაქ კონსტანცაში მდებარე ინფექციური დაავადებათა ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც ინციდენტის დროს კორონავირუსით მძიმედ დაავადებული 125 პაციენტი იმყოფებოდა.

სახანძრო რაზმმა ცეცხლი ერთ საათში ჩააქრო, გადარჩენილი პაციენტები სამაშველო სამსახურების მიერ იქნა ევაკუირებული ალმოდებული შენობიდან.

ეს წელს უკვე მესამე ფატალური ხანძრის შემთხვევაა რუმინეთში. იანვარში 5 პაციენტი დაიღუპა ბუქარესტში COVID-19-ით დაავადებულთა საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG