Accessibility links

site logo site logo

ამომრჩეველზე ზეგავლენა და არაუფლებამოსილი პირი უბანზე - სოფელ ჩანთლისყურის მე-15 უბანზე 5 საჩივარი დაიწერა


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანთლისყურის მე-15 საარჩევნო უბანზე 5 საჩივარი დაიწერა. 3 საჩივარი უშუალოდ უბანზე დაიწერა, 2 კი საოლქო კომისიაში.

ერთ-ერთი საჩივრის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრია". ცენტრის წარმომადგენელი ლია ხუროშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი საჩივარი ამომრჩეველზე სავარაუდო ზეგავლენას ეხება.

"ერთ-ერთი ქალბატონი ამომრჩეველს გარედან შემოჰყვა, კაბინაშიც შეჰყვა და ბიულეტენი თავადვე შემოხაზა. იგივე განმეორდა ორჯერ და ამის შემდეგ დავწერე საჩივარი. გაირკვა, რომ ქალი, რომელიც ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა, აგიტატორი იყო. ეს კიდევ ცალკე დარღვევაა. მე მოვითხოვე არსებული მდგომარეობის გამოსწორება, რაც კომისიის თავმჯდომარის მხრიდან დაკმაყოფილდა", - განაცხადა ლია ხუროშვილმა.

ჩანთლისყურის უბანზე კიდევ ორი საჩივარი დაწერა "სამართლიანმა არჩევნებმა". რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ორგანიზაციის საჩივარი ეხება უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნას, რომელიც ამომრჩეველთან ერთად საარჩევნო კაბინაში შედიოდა და მიუთითებდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. რადიო თავისუფლებამ სცადა ჩანთლისყურის საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის, ქრისტინე მაგამესოვის ჩაწერა, თუმცა მან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG