Accessibility links

site logo site logo

რუსთავის #14 და #15 საარჩევნო უბნებს ელექტროენერგია გენერატორით მიეწოდებათ


რუსთავი, #14 საარჩევნო უბანი.

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ რუსთავის #14 და #15 საარჩევნო უბნებს. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, ამჟამად მათ გენერატორის საშუალებით მიეწოდებათ ელექტროენერგია.

რუსთავში ნაწილში, მათ შორის საარჩევნო უბნებზე, ელექტროენერგიის შეწყვეტის საკითხზე განცხადება გაავრცელა „ენერგო-პრო ჯორჯიამ“. კომპანიის ინფორმაციით, რუსთავში, ერთ-ერთ ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიული შემთხვევის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა რუსთავის რამდენიმე საარჩევნო უბანს, თუმცა ოპერატიული რეაგირების შედეგად, საარჩევნო უბნების უმეტესობას ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღუდგა.

„ამ დროისთვის, ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ მე-14 და მე-15 საარჩევნო უბნებს. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში, მალე მოხდება ალტერნატიულ ელექტროგადამცემ ხაზზე გადართვა და მიეწოდება ელექტროენერგია აღნიშნულ უბნებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG