Accessibility links

site logo site logo

ცესკო - ქუთაისში საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგია არ გათიშულა


"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში დიდ საარჩევნო უბნებზე (ამომრჩეველთა რაოდენობის თვალსაზრისით) ელექტროენერგია გათიშეს; აღნიშნული კი სიმართლეს არ შეესაბამება." - წერია ცესკოს განცხადებაში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეფასებით, ელექტროენერგია კვლავ ხდება არჩევნების დღეს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან მანიპულაციის თემა და ვრცელდება ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბნებზე ხდება მასობრივად ელექტროენერგიის გათიშვა, რაც შესაძლოა საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულად დაზიანების მცდელობაც იყოს.

რუსთავში ნაწილში, მათ შორის საარჩევნო უბნებზე, ელექტროენერგიის შეწყვეტის საკითხზე განცხადება გაავრცელა „ენერგო-პრო ჯორჯიამ“. კომპანიის ინფორმაციით, რუსთავში, ერთ-ერთ ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიული შემთხვევის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა რუსთავის რამდენიმე საარჩევნო უბანს, თუმცა ოპერატიული რეაგირების შედეგად, საარჩევნო უბნების უმეტესობას ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღუდგა.

"ქუთაისში 2 საარჩევნო უბანს მხოლოდ რამდენიმე წუთი შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგია ტექნიკური პრობლემის გამო 2 საარჩევნო უბანს გაეთიშა რუსთავში, სადაც უკვე მიტანილია გენერატორები და უბნები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. კვლავ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, არ გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში." - წერია ცესკოს განცხადებაში

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG